The Telegraph-ი იტყობინება, რომ დონალდ ტრამპი განიხილავს ამერიკელი ჯარების გერმანიიდან გაყვანას და მათ აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებას 

აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს თავდაცვისთვის კონტინენტი შეერთებულ შტატებს „ომისკენ უბიძგებს“ და განიხილავს გერმანიიდან დაახლოებით 35 000 აქტიური პერსონალის გაყვანას, რაც კიდევ უფრო გააფუჭებს აშშ-ევროპის ურთიერთობებს , - აცხადებენ ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროები.

დაახლოებით 160,000 მოქმედი პერსონალი განლაგებულია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, უმეტესწილად კი გერმანიაში.

„ტრამპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ისინი <ევროპა>, როგორც ჩანს, ომისკენ უბიძგებენ“, - ამბობს თეთრ სახლთან დაახლოებულმა წყარო.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის,  ბრაიან ჰიუზის თქმით,  აშშ-ის არმია ყოველთვის განიხილავს ჯარების გადანაწილებას მთელს მსოფლიოში, რათა მაქსიმალურად კარგად აღუდგეს წინ მისი ინტერესების წინაშე მდგომ საფრთხეებს.   

The Telegraph-ის ხელთ არსებული ცნობებიდან, პრეზიდენტი განიხილავს ჯარების გადადისლოცირებას გერმანიიდან უნგრეთში, რაც შეიძლება განხილული იქნეს მისი იმ გეგმის ნაწილად, რომლიც თანახმადაც აშშ-ის ჯარები ნატოს იმ ქვეყნებზე იყვნენ ფოკუსირებულნი, რომლებმაც თავდაცვის ხარჯები მშპ-ის მოცულობის წილის დასახული მიზნის შესაბამისად გაზარდეს. 

ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა შეიძლება არ დაიცვას ნატოს მოკავშირეები, რომლებიც დანახარჯები თავდაცვისთვის არაა ალიანსის ფართო რეორგანიზაციის ფარგლებში დასახულ მიზნების შესაბამისი.

ნატოში ჩემი პირველი შეხვედრის დროს მე შევამჩნიე, რომ ზოგიერთები არასაკმარის თანხებს ხარჯავდნენ. მე აღვნიშნე ეს და ვუთხარი:

„თუ არ გადაიხდით ანგარიშის მიხედვით, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას. ჩვენ არ ვაპირებთ თქვენ დაცვას“.

პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ტრამპმა გასცა ბრძანება თითქმის 12 000 ჯარისკაცის გაყვანის გერმანიიდან, მათ შორის რამშტეინის საჰაერო ბაზიდან, მაგრამ მისი ეს ბრძანება მომდევნო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეაჩერა.