საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 63 კილომეტრში, ქალაქ თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ ახადთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე, დღეს თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ში, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც.