ლონდონის მეტროში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე კონტრდაზვერვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ინციდენტის დეტალები დადგენილია. თვითმხილველების ცნობით, ლონდონის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად, 20 ადამიანი დაშავდა.

მათი თქმით, აფეთქების შემდეგ, მეტროსაგურში კვამლი გაჩნდა და მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ.  სამართალდამცავებმა მეტროსადგური დახურეს. დანარჩენ დეტალებს სამართალდამცავ ორგანოებში არ აკონკრეტებენ.

მსხვერპლთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. აფეთქების ზუსტი მიზეზი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.