თეირანში, რამდენიმე სამხედრო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა თავდასხმა, რის შედეგადაც ირანელი სამხედროები დაიღუპნენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დრონებით თეირანის რამდენიმე უბანს დაარტყეს.

ირანულმა საინფორმაციო სააგენტომ თავდასხმა ისრაელის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

როგორც „სიენენი“ წერს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და კონკრეტული ადგილმდებარეობები ჯერჯერობით უცნობია.