ისრაელმა ირანის დედაქალაქზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.
ამის შესახებ უცხოური მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ფართომასშტაბიანი დარტყმების სამიზნეს თეირანში ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურა წარმოადგენს“.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ამერიკისა და ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა „რევოლუციის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიებზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ვრცელდება ინფორმაცია მეჰრაბადის რაიონში ახალი აფეთქებების შესახებ.









