ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ამბობენ, რომ 3 მარტის იერიშების დროს გაანადგურეს ირაის საიდუმლო ბირთვული ობიექტი, რომელიც თეირანის მიმდებარედ მდებარეობდა.

IDF-ის სპიკერმა, ბიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა თქვა, რომ ნახევრად მიწისქვეშ მდებარე ობიექტზე, სახელად "მინზადეჰეიზე", მუშაობდნენ ბირთვული მეცნიერები, რომლებიც "საიდუმლოდ მუშაობდნენ ბირთვული იარაღისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნაზე".

როგორც IDF-ში ამბობენ, 2025 წლის ივნისის 12-დღიანი ომის შემდეგ ირანს სამხედრო ბირთვული აქტიურობა არ შეუწყვეტია.