რუსეთის ტამბოვის ოლქში მსხვილი ონლაინ-რეტეილერის, Wildberries-ის ლოგისტიკური კომპლექსი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარმა მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა.

წინასწარი მონაცემებით, დრონმა კომპლექსის ტერიტორიაზე ღამის საათებში იერიში მიიტანა, რასაც მძლავრი აფეთქება და ფართომასშტაბიანი ხანძარი მოჰყვა.

მეხანძრე-მაშველები ადგილზე მუშაობენ ცეცხლის ლიკვიდაციისთვის. მიმდინარეობს დამწვარი ტერიტორიის დათვალიერება და ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა.