ახალი სპორტულ სივრცე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მერმა  ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილსა და  მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის სრული დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც 121 999 ლარი გამოიყო.

,,მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად აგრძებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, რათა თითოეული სოფლის მცხოვრებს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე და მოწესრიგებულ საზოგადოებრივ სივრცეებზე" აღნიშნა ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ.