იაპონიის ხელისუფლებამ უკიდურესი ზომები მიიღო ტაიფუნ "მეხალას" საპასუხოდ, რომელიც ქვეყნის სანაპიროებს უახლოვდება. სტიქიის მოსალოდნელი დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

ევაკუაციის რეკომენდაცია შეეხო იმ რეგიონების მცხოვრებლებს, სადაც ტაიფუნის ეპიცენტრში მოხვედრა და წყალდიდობებია მოსალოდნელი.

მეტეოროლოგები აფრთხილებენ მოსახლეობას ძლიერი ქარის, მეწყრული პროცესებისა და მდინარეების ადიდების მაღალი ალბათობის შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები მობილიზებულია, რათა დაეხმარონ მოქალაქეებს უსაფრთხო თავშესაფრებში გადასვლაში.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, არ დაელოდონ სიტუაციის დამძიმებას და დაუყოვნებლივ გაითვალისწინონ ევაკუაციის ბრძანებები. სტიქიის გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა, მათ შორის სარკინიგზო და საჰაერო რეისები, გაუქმებულია ასობით ფრენა.

ხელისუფლება აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და მოსახლეობას მოუწოდებს, თვალყური ადევნონ ოფიციალურ გაფრთხილებებს უსაფრთხოების დამატებითი ინსტრუქციებისთვის.