უკრაინის ქალაქ სუმის ბავშვთა სახლი და ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოჰყვა. ორივე დაწესებულა ერთ შენობაშია განთავსებული და დასახლებულ პუნქტში მდებარეობს.
როგორც სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ნგრევის მასშტაბი და დაშავებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება და სულ მცირე 5 მაღალსართულიანი შენობა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით, რაც ომის კანონების დარღვევას გულისხმობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუმის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმას არ გამოხმაურებია.