რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე. იერიშის შედეგად 15 ოლქი დაზარალდა, — ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.
"რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 15 ოლქი დაზიანდა. მტერმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა: უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები, "კინჯალები" — არიან დაშავებულები და დაღუპულები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და მეგობრებს", — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინის ქალაქების ბარბაროსული დაბომბვის შესაჩერებლად აუცილებელია იმ ადგილის განადგურება, საიდანაც რუსულ რაკეტებს უშვებენ.
"ამისთვის საჭიროა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ნებართვა პარტნიორებისგან, რომ გამოვიყენოს ისინი რუსული სამიზნეების წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობას მოკავშირეების მხარდაჭერის იმედი აქვს", — აღნიშნა შმიგალმა.
ცნობები აფეთქებების შესახებ ასევე გაავრცელეს ხარკოვის, დნეპრის, ვინნიცას, კრივი რიჰის, ხმელნიცკის, ლვოვის, კროპივნიცკის, ოდესისა და ზაპოროჟიეს ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა.