NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთთან დიალოგი შეუძლებელია, როდესაც ის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებს.
"ალიანსის წევრი ქვეყნები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთთან არსებით დიალოგზე, მაგრამ რუსეთი ამ მიზანს დაშორდა. ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა [რუსეთის] უკრაინაში შეჭრა. მაგრამ შეჭრის შემდეგ, დიალოგმა აზრი დაკარგა.
ჩვენ ვერ გვექნება რაიმე არსებითი დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე. უკრაინაში ომი ხვალ რომ დასრულდეს, ევროპაში უსაფრთხოების ვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც არ შეიცვლება", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, NATO-ს წევრებმა კიევს უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს და გასულ წელს, უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის 120 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყვეს.