ლოს-ანჯელესის პოლიცია ჰოლივუდის მსახიობისა და რეჟისორის სტივენ სეგალის მხრიდან სავარაუდო გაუპატიურების საქმეს სწავლობს. სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით 43 წლის რეჯინა საიმონსმა მიმართა. ინფორმაციას გამოცემა Wrap ავრცელებს.

იგი 1993 წელს გადაიღეს ფილმში "სასიკვდილო საფრთხის ქვეშ". ფილმი სტივენ სიგალმა გადაიღო და საიმონსი საერთო სცენაში მონაწილეობდა. მსახიობის განცხადებით, სიგალმა ის "ბევერლი ჰილსზე" მდებარე სახლში გადაღების შესახებ მიიწვია, სადაც მხოლოდ მსახიობი დახვდა. გოგონა აცხადებს, რომ იმ დღეს სიგალმა გააუპატიურა.

აღნიშნულის შემდეგ, ყოფილმა ჰოლანდიელმა მოდელმა ფავიოლა დადისმა სიგალი "არასათანადო ქცევაში" დაადანაშაულა. ლოს-ანჯელესის პოლიციის გამომძიებელმა, რომელიც საიმონსსა და დადისს ესაუბრა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე არ ისაუბრა. ბრალდებების თაობაზე, გამოცემას არც სიგალის ვაჟმა და არც მისმა ადვოკატმაც უპასუხეს.

ოქტომბრის დასაწყისში, The New York Times-ში ვაინშტაინის შესახებ გამოძიების მასალები გამოქვეყნდა, სადაც მსახიობები, მათ შორის ანჯელინა ჯოლი, ეშლი ჯადი და გვინეტ პელტროუ ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. მასალის გამოქვეყნების მერე სულ უფრო მეტი მსახიობი ალაპარაკდა პროდიუსერის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ. ამ სკანდალის გამო იგი თავისივე კომპანიიდან Weinstein Company გააგდეს, ჩამოართვეს კინოაკადემიის წევრობის უფლება და ჯილდოები, ხოლო აშშ-ის რეჟისორთა გილდია მან თავისით დატოვა.

ჰარვი ვაინშტაინი კომპანია Miramax-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. კომპანიამ გამოუშვა ისეთი რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან სტივენ სოდერბერგი, კვენტინ ტარანტინო, პიტერ გრინუვეი და პედრო ალმადოვარი. კომპანია 90-იან წლებში დამოუკიდებელი კინოს რევოლუციის ლიდერი იყო.