აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვში ჩავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი ადასტურებს.
უკრაინის საკითხის დარეგულირების ფარგლებში ეს უიტკოფის რიგით მეოთხე ვიზიტი იქნება მოსკოვში.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 23 აპრილს უიტკოფი ჯერ ლონდონში უკრაინის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
თარგმანი: პირველი არხი