უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ყველაფერს სრულიად განსხვავებულად ხედავს, ვიდრე უკრაინელები.
„ჩვენთვის ეს ხალხი სხვა პლანეტიდანაა. ჩვენ ომში ვართ. ვიღაცამ მითხრა, რომ ძალიან ობიექტური ადამიანია. ყოველთვის ბიზნესმენი იყო, უძრავი ქონების კუთხით და ასე შემდეგ… მგონი, როცა უძრავ ქონებაში იყო, ხალხი მას ჩვეულებრივ ეკითხებოდა: „რა ხედია ფანჯრიდან? რა მიმართულებით არის ფანჯრები? რამდენი ოთახია?“ და უკრაინაში… ერთი კითხვა გვაქვს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: „არის თუ არა ამ სახლში ბომბისგან გასაქცევი თავშესაფარი?“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს არ არის საყვედური არავის მიმართ, უბრალოდ უკრაინელები სხვა რეალობაში ცხოვრობენ.
„ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ ნორმალურ სამყაროში, მშვიდობიან რეალობაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მაგრამ განსხვავებული შეხედულება გვაქვს თუნდაც ერთსა და იმავე საკითხებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი