რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სტმბოლში ამჯერად ჩირაგანის სასახლეში იმართება.

თურქეთში უკვე ჩავიდნენ, როგორც უკრაინული ისე რუსული დელეგაციის წევრები.

„დღეს თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის წარმომადგენლები კვლავ დაჟინებით მოითხოვენ ცეცხლის დაუყოვნებლივი და სრული შეწყვეტის აუცილებლობას – კერძოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ასეთი დარტყმების განხორციელებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები წერენ, გარდა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნისა, უკრაინული მხარე აპირებს, რომ დღის წესრიგში დააყენოს შეხვედრა ლიდერების დონეზე.

თარგმანი: პირველი არხი