უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც მიიღებენ, სტამბოლში დღეს გაიმართება.

უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსანდრ ბევზი; სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, ოლექსანდრ დიაკოვი; საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სერგეი კისლიცა; უზენაესი რადის ადამიანის უფლებათა წარმომადგენელი უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, იური კოვბასა; უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი, გეორგი კუზმიჩევი; საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოლეგ ლუგოვსკი; უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ევგენი ოსტრიანსკი; უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე, ოლექსანდრ პოკლადი; თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვადიმ სკიბიცკი; საერთაშორისო სამართლის განყოფილების უფროსი, გენშტაბის ცენტრალური იურიდიული მართვის მოადგილე, ანდრეი ფომინი; გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ოლექსეი შევჩენკო; გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოფიცერი, ოლექსეი შერიხოვი; საჰაერო ძალების მეთაურობის შტაბის უფროსის მოადგილე ევგენი შინკარევი.

ამასთან, დელეგაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს შეცვალოს შემადგენლობა და ჩართოს ექსპერტები პრეზიდენტთან შეთანხმებით.