ამის შესახებ ინფორმაციას სომხური წყაროები ავრცელებენ.

სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს „ტრამპის გზის“ პროექტის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას, ასევე სამთო მოპოვებისა (სომხეთი მოლიბდენის მსოფლიო მარაგები თითქმის 8% და ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობის სპილენძის მარაგებს ფლობს; სომხეთის ქაჯარანის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის აქციების ძირითადი ნაწილი  „გეოპრომაინინგის“ კუთვნილებაა - „აიპრესი“) და განვითარების სფეროში ურთიერთგაგების ჩარჩო მემორანდუმს.

ხელმოწერის ცერემონია ერევნის ზვართნოცის აეროპორტში გაიმართა. სახელმწიფო მდივანი რუბიო სომხეთის დედაქალაქში რამდენიმე საათით ჩავიდა მეუღლესთან, ჯანეტთან ერთად. რუბიო ერევანში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ინდოეთიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა.