ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. შემთხვევა  სოფელ ზემო ხოდაშენში ცოტა ხნის წინ მოხდა.

დაჭრილი  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მუცლის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.