დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 21 წლის სტუდენტი გარდაცვლილი იპოვეს. 

ახლობლებმა მას საცხოვრებელი სახლის სათავსოში მიაკვლიეს. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებს ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ცხედარი სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.