თაიებ აგიტ იგენბაზი სი-ენ-ენ-ს უყვება თუ რა საშინელების გამოვლა მოუხდა იმ მიწისძვრის გამო, რომელიც ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა მაროკოში ბოლოს 60 წლის განმავლობაში.

თხის მწყემსი, რომელიც პატარა ქვის სახლში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან და მშობლებთან ერთად, ჟურნალისტს მისი საცხოვრებლისგან დარჩენილ ნანგრევებს აჩვენებს და უყვება, როგორ დარჩა იმ ნანგრევებში თავისი მშობლები, რომლებიც ვერ გადაარჩინა.

"როდესაც ძლიერი ბიძგები ვიგრძენით, მაშინვე კარისკენ გავიქეცით, მამას ეძინა, დედას დავუძახე რომ გაეღვიძებინა და სასწრაფოდ გამოქცეულიყო. მაგრამ დედა დარჩა, მამას დაელოდა. უცებ ჩამოინგრა ყველაფერი და ამ ნანგრევებში ვხედავდი ჩემი 11 წლის შვილის ხელს, რომელიც შველას ითხოვდა. პირველი მისკენ გავეშურე. ჩემი მშობლებიც იქ იყვნენ, მაგრამ მათ ვეღარ მივუსწარი" - ჰყვება თვალცრემლიანი მეცხვარე.

მისი თქმით, ის ძალიან განიცდის ამ ამბავს, მაგრამ იმ წუთს სხვა არჩევანი ვერ გააკეთა...

შეგახსენებთ, რომ მაროკოში დამანგრეველ მიწისძვრას უდიდესი მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია 2600 ადამიანი და საავადმყოფოში გადაყვანილია 2400 პირი.