გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1528 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 543 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 212 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 194 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 183 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის
დაბინძურება, 42 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 28 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 21 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 305 კი - სხვა დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 357 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა- მთიანეთში, 193 - კახეთში, 154 - შიდა ქართლში, 142 - აჭარაში, 80 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 40 - სამცხე-ჯავახეთში, 34 - იმერეთში, 32 - გურიაში, 8 ფაქტი კი - რაჭა-
ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2025 წლის 6 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 192 ფაქტი გამოავლინეს.
ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.