მაროკოში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 000-სს გადააჭარბა.

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 2 012 ადამიანი და კრიტიკულად მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი.

ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.