მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2012-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულია 2059 ადამიანი, მათ შორის 1404 -ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.ბიძგები იგრძნობოდა სანაპირო ქალაქებშიც - რაბათში, კასაბლანკასა და ეს-სუვერირში.სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ჯერ შეუძლებელია. ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, რის გამოც მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.