მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2100-ს გადააჭარბა. ჰოსპიტალიზებულია ასობით ადამიანი.

მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქალაქ მარაქეშის ტურისტული ცენტრიდან 71 კილომეტრში 9 სექტემბერს ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაქეში დააზიანა. მარაქეში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.