უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შვედეთი უკრაინას თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ზელენსკიმ ამის შესახებ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
"ასევე მინდა დღეს შვედეთი ვახსენო: მიღებულია გადაწყვეტილება თავდაცვის მხარდაჭერის ახალ პაკეტთან დაკავშირებით. გმადლობ, შვედეთო!" - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს გერმანიასთან საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების მიზნით და მადლობა გადაუხადა ლატვიას დამტკიცებული თავდაცვის პაკეტისთვის.