შვედეთის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის და სირიის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით დამატებით 30 მილიონი შვედური კრონის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის და შვედეთის საგარეო ვაჭრობის და განვითარების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრებმა პრესკონფერენციაზე თურქეთის და სირიის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით დამატებით 30 მილიონი შვედური კრონის გამოყოფის შესახებ ისაუბრეს.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 6 თებერვალს საერთაშორისო წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარისთვის თურქეთის და სირიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების დახმარების მიზნით უკვე გამოყოფილი 7 მილიონი შვედური კრონის (1 შვედური კრონი=0.094 ამერიკულ დოლარს) დამატებით შვედეთის მთავრობა გამოყოფს 20 მილიონს თურქული და სირიის წითელი ნახევარმთვარისათვის და 10 მილიონს გაეროს კატასტროფების ფონდისთვის.
გუშინ, თურქეთის და სირიის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ნორვეგიის მთავრობის მიერ 150 მილიონი ნორვეგიული კრონის (1 ნორვეგიული კრონი=0,097 ამერიკულ დოლარს) გამოყოფის შესახებ განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ.
ნორვეგია მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთსა და სირიას ძირითადად, გაეროს, წითელი ჯვრის მოძრაობისა და ნორვეგიის ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით დაეხმარება.