შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, დარჩენილი ადგილები გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.

საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ. მას ამ დროისთვის 57 მანდატი აქვს მოპოვებული, რაც სამჯერ მეტად აღემატება მეორე ადგილზე მყოფი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. ასეთი აშკარა უპირატესობის მიუხედავად, პარტია, დარჩენილი შვიდივე მანდატის მოპოვების შემთხვევაშიც კი, დამოუკიდებლად მხოლოდ უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.

ჩრდილოეთ ირლანდიის პირველმა მინისტრმა შოტლანდიელ და უელსელ ნაციონალისტებს გამარჯვება მიულოცა.

„ისტორიაში პირველად, დამოუკიდებლობის მომხრე სამი პრემიერ-მინისტრი შეიძლება გვყავდეს. სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს მომავალს გაერთიანებით შემზღუდველი ჩარჩოების მიღმა“, - დაწერა სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ ირლანდიის პირველმა მინისტრმა და ნაციონალისტური „შინ ფეინის“ ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ო'ნილმა.

ამ დროის 129-იდან 122 მანდატი ასეა გადანაწილებული:

შოტლანდიის ნაციონალური პარტია - 57 
შოტლანდიის ლეიბორისტული პარტია - 17
შოტლანდიის „დიდი ბრიტანეთის რეფორმების“ პარტია -15
შოტლანდიის მწვანეთა პარტია - 13
შოტლანდიის კონსერვატიული პარტია - 11
შოტლანდიის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 9

ბრიტანეთის პრესის ცნობით, შოტლანდიის პარლამენტში ორი ტრანსგენდერი დეპუტატი აირჩიეს. ერთ-ერთმა მათგანმა, დოქტორმა მანივანანმა, აღფრთოვანებული მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ არის

„მე ტრანსგენდერი ტამილელი იმირანტი ვარ, მე ვიყენებ <გენდერულად ნეიტრალურ> ნაცვალსახელებს they/them“



შესწორება (05:13 თბილისის დროით); ახლახან გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საბოლოოდ, ადგილები ასე გადანაწილდა:

შოტლანდიის ნაციონალური პარტია - 58
შოტლანდიის ლეიბორისტული პარტია - 17
შოტლანდიის „დიდი ბრიტანეთის რეფორმების“ პარტია -17
შოტლანდიის მწვანეთა პარტია - 15
შოტლანდიის კონსერვატიული პარტია - 12
შოტლანდიის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 10