დასრულდა უელსის საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის პროცესი.

ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უელსის საპარლამენტო არჩევნებში ყველა მეტი ხმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტია „პლეიდ კიმრუმ“, რომელიც ცნობილია როგორც ნაციონალისტური და დამოუკიდებლობის მომხრე პარტია. 

„პლეიდ კიმრუმ“ უელსის 96-კაციან პარლამენტში 43 ადგილი მოიპოვა, ექსვსით ნაკლები, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობისთვის იყო საჭირო. 

მეორე ადგილზე ნაიჯერ ფარაჯის „რეფორმების“ პარტია გავიდა. მას 34 დეპუტატი ეყოლება.  

ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც უელსს 1999 წლიდან მართავდა, კატასტროფული მარცხი განიცადა და მას ახალ სენედში მხოლოდ 9 დეპუტატი ეყოლება.

დანარჩენი ათი ადგილი ასე გადანაწილდა:

კონსერვატორები - 7
მწვანეები - 2
ლიბერალ-დემოკრატები - 1