ტელევიზიის ისტორიაში ახალი რეკორდი დამყარდა — Apple TV+-ის შავმა ჰორორ-კომედიამ Widow's Bay ("ქვრივების უბე") "ემის" 78-ე ცერემონია ტრიუმფითა და აბსოლუტური გამარჯვებით დაასრულა. სერიალმა ერთ წელიწადში, ჯამში, 14 ჯილდო აიღო და მოხსნა წინა რეკორდი, რომელიც სერიალ The Studio-ს ეკუთვნოდა (13 ჯილდო).  

ახალმა სერიალმა, რომლის ავტორიც კეიტი დიპოლდია და რომლის სიუჟეტიც ახალი ინგლისის სანაპიროზე მდებარე მისტიკურ, მოჩვენებებით დასახლებულ კუნძულზე ვითარდება, კონკურურენცია გაუწია და დაამარცხა ისეთი ცნობილი პროექტები, როგორებიცაა Hacks, The Bear და Abbott Elementary.

სერიალის ძირითადი გამარჯვებები და ნომინაციები:

საუკეთესო კომედიური სერიალი;

საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი კომედიურ სერიალში — მეთიუ რიზი;

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში — სტივენ რუტი;

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში — კეიტ ო'ფლინი;

საუკეთესო რეჟისურა კომედიური სერიალისთვის — ჰირო მურაი;

საუკეთესო სცენარი კომედიური სერიალისთვის — კეიტი დიპოლდი.

შემოქმედებითი და ტექნიკური ჯილდოები:

საუკეთესო მოწვეული მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში — ბეტი გილპინი;

საუკეთესო მხატვრულ-დამდგმელობითი ნამუშევარი;

საუკეთესო ქასთინგი კომედიური სერიალისთვის;

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი;

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა სერიალისთვის;

საუკეთესო მუსიკალური გაფორმება და ზედამხედველობა;

საუკეთესო ხმის მონტაჟი;

საუკეთესო ხმის მიქსი.

აღსანიშნავია, რომ სერიალის მთავარმა ვარსკვლავმა, მეთიუ რიზმა, საღამოს განმავლობაში კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და გახდა პირველი მამაკაცი მსახიობი, რომელმაც ერთსა და იმავე ღამეში მთავარი როლისთვის ორი განსხვავებული კატეგორია მოიგო.