რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, თუ ევროპული სახელმწიფოები უკრაინაში მშვიდობისმყოფელ დანაყოფებს გაგზავნიან, რუსეთი მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩათვლის. 

 "ევროპა თავისი კონტინგენტების უკრაინაში გაგზავნას განიხილავს, რაც, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი მხრიდან ჩაითვლებიან ლეგიტიმურ საომარ სამიზნეებად" – ამბობს ლავროვი.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთ გზად NATO-ს წევრი სახელმწიფოების სამშვიდობო ჯარების უკრაინაში განლაგება განიხილება.

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინაში შემაკავებელი სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხი კიევის გადასაწყვეტია და არა რუსეთის. ამის შესახებ რუტემ პრაღაში გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.

"რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რას ფიქრობს რუსეთი ვინმეს სამხედროებზე უკრაინაში? უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ეს არ არის მათი გადასაწყვეტი. რუსეთი ამასთან არაფერი შუაშია". - თქვა რუტემ.