ამის შესახებ ფრანგული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესრელიზზე დაყრდნობით წერს.

ახალი წლის ღამე ქვეყნის მასშტაბით მრავალი დაპატიმრებით და ავტომობილის ცეცხლის წაკიდების შემთხვევით აღინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი წლის ღამეს 505 ადამიანი დააკავეს და 403 პატიმრობაში აიყვანესდააკავეს. ასევე 1170-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს, რაც გასულ წელთან შედარებით მეტია. თუმცა, ამ მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ხელისუფლება ღამეს ზოგადად უფრო მშვიდს უწოდებს, ვიდრე 2024 წელს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის შეფასებაში აღნიშნავს, რომ „ყველა რეგიონულმა პრეფექტმა თავის რაიონებში გასულ წელთან შედარებით ნაკლებად მშფოთვარე ღამის  და ქალაქებში ძალადობის უფრო შეზღუდული დონის შესახებ განაცხადა“. სამინისტრომ ასევე აღნიშნა „სამართალდამცავ ორგანოებზე თავდასხმების შემცირება“, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამას „ფრანს პრესი“ წერს, პოლიციას პიროტექნიკური საშუალებებით ესხმოდნენ თავს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიცაში, ლიონში, სტრასბურგსა და რენში.

საერთო ჯამში, ახალი წლის აღნიშვნის დროს წესრიგის დასაცავად დაახლოებით 90 000 პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული, მათ შორის 10 000 პარიზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც შეესაბამება გასული წლის მონაცემებს. დედაქალაქში, პარიზის პროკურატურამ განაცხადა 17-დან 53 წლამდე ასაკის 125 ადამიანის, მათ შორის თხუთმეტი არასრულწლოვანის დაკავების შესახებ.  

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს საფრანგეთში 984 ავტომობილს წაუკიდეს ცეცხლი.