პორტალ BFMTV-ს ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა.
წელს ევროპაში ღვინის მოხმარება მკვეთრად შემცირდა. ფასების სტაბილიზაციისთვის საფრანგეთის მთავრობას სურს ბაზრიდან ჭარბი ღვინო ამოიღოს და მევენახეებს კომპენსაცია გადაუხადოს. 3 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინის გამოხდით სასმელად უვარგისი ალკოჰოლის (ტექნიკური სპირტის) მისაღებად ფრანგული და ევროპული ფონდების მიერ გამოყოფილ 160 მილიონი ევროს საფრანგეთი კიდევ 40 მილიონ ევროს დაამატებს.
ეროს დეპარტამენტის ღვინის გამოსახდელი ქარხანაში ვიზიტით მყოფმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მარკ ფენომ პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ მიღებული ზომების შედეგად ღვინოზე ფასების ვარდნა შეჩერდება და მევენახეების მდგომარეობა შემსუბუქდება.
ბორდოს რეგიონის მეღვინეთა ასოციაციის განცხადებით, წითელი და ვარდისფერი ღვინის მოხმარების კლებამ რეგიონის ყოველი მესამე მეღვინე დააზარალა. რეგიონის მევენახეები მიიჩნევენ, რომ 6000 ევრო/ჰექტარზე, რასაც სახელმწიფო მათ უხდის იმ შემთხვევაში, თუ ვაზს ამოძირკვავენ და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანით დაკავდებიან, მცირე თანხაა და მის გაზრდას მოითხოვენ
ევროკომისიის მონაცემებით, წელს ღვინის მოხმარება იტალიაში შვიდი %-ით შემცირდა, ესპანეთში 10%-ით, საფრანგეთში 15%-ით, გერმანიაში 22%-ით და პორტუგალიაში 34%-ით. მეორე მხრივ, წარმოება გაიზარდა 4%-ით.