ლოზანაში ძიუდოისტებმა გრანდ სლემზე ასპარეზობის პირველი დღის შეხვედრები დაასრულეს.
ქალთა 57 კგ წონაში მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში იპონით სძლია ფრანგ სარა-ლეონ სისიკეს და ლოზანის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ეთერ ლიპარტელიანმა მესამედ მოიგო გრან სლემის ოქროს მედალი. პირველი ორი გამარჯვება მას თბილისის გრანდ სლემზე (2024 და 2025 წლებში) ჰქონდა მოპოვებული.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




