ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, რომელიც პრეზიდენტმა დღეს, პრესკონფერენციაზე გააკეთა. "უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, დღეს ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მეც მახსენა", - წერს სააკაშვილი.

"ნუ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია. მას ძალიან არ მოსწონს ჩემი მუშაობა უკრაინაში და მე მისი მესმის. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავანგრევთ უკრაინის კორუფციას და მართლა გავატარებთ სიღმისეულ რეფორმებს, მთელი მისი სიცრუის იმპერია ბანქოს სახლივით ჩამოიშლება.

პუტინმა კიდევ ერთხელ იცრუა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, როდესაც ათწლიანი ტურისტული ვიზა მაქვს ჩარტყმული. იგი ჩემზე უკვე იმდენს იტყუება, რომ მალე ცხვირი გაეზრდება და პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება", - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.