რუსეთმა ხარკოვის ცენტრი დაბომბა. შევჩენკოს რაიონში ისკანდერის ტიპის რაკეტა აფეთქდა.

"დაახლოებით დილის 10 საათზე, ხარკოვში, შევჩენკოს რაიონი ოკუპანტებმა ისკანდერის ტიპის რაკეტით დაბომბა. მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება 5 დაშავებულ მოქალაქეს გაუწიეს. ორი ქალი ქირურგიულ განყოფილებაშია, დანარჩენები ამბულატორიაში". – თქვა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეჰ სინეგუბოვმა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა პოლიკლინიკა, ავტომობილები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.