რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავეს, - ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს.
ამერიკელი ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.
უშიშროების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ-ს დავალებით, ის აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს".
ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე შპიონაჟის მუხლითაა აღძრული, რაც 12-იდან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებული ჟურნალისტი მოსკოვში 2022 წლის იანვრიდან მუშაობდა, ადრე ის New York Times-ის ახალი ამბების კორესპონდენტი იყო.