რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ განცხადებას კომიტეტი Telegram-ზე ავრცელებს.
კომიტეტის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 4 პირის წინააღმდეგ აღიძრა.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ზემოაღნიშნულმა მოსამართლეებმა გამოსცეს უკანონო გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და რუსეთის ფედერაციის უფლებათა კომისრის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებათა კომისრის დაპატიმრების შესახებ.
სისხლისსამართლებრივი დევნა აშკარად უკანონოა, ვინაიდან არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი", - წერია განცხადებაში.