რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 ბელარუსის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სწავლების მთავარი მიზანი საბრძოლო მომზადების ამოცანების ერთობლივი შესრულებისას ოპერატიული თავსებადობის გაზრდაა.

წვრთნები მოიცავს საჰაერო დაზვერვის, პატრულირების, დესანტის გადასხმის, ტვირთის გადატანისა და დაჭრილთა გადაყვანის შესწავლას.

"წვრთნების ჩატარების უზრუნველსაყოფად ჩართულია ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების ყველა აეროდრომი და პოლიგონი", - ნათქვამია განცხადებაში.