„მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია. მადლობა ღმერთს, რომ, სულ მცირე, ეს მემორანდუმი მაინც არსებობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პარასკევს ოფიციალურად მოაწერენ ხელს." - ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ყოველთვის სჯობს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და არა ომის განახლებით.
იმედი მაქვს, ეს მართლაც გახდება ომის დასრულების გზა. ომი ნამდვილად დასრულდება და ჩვენ წინსვლას შევძლებთ. ყველას სასიკეთოდ არის აუცილებელი ბირთვული იარაღის აღმოფხვრა, ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რომლებიც კონფლიქტის შედეგად, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, წარმოიშვა“, – განაცხადა რომის პაპმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.








