ბანგლადეშში წყალდიდობას, სულ მცირე, 44 ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი კი სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, წყალდიდობა მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია, ქვეყნის არაერთ რაიონში მდინარეები ადიდდა და მეწყერი ჩამოწვა.

ბანგლადეშის კატასტროფების მართვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შვიდ პროვინციაში 267 000-ზე მეტი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

მედიის ცნობით, ათასობით ადამიანი შიმშილობის ზღვარზე იმყოფება, მათ დასახმარებლად არმიას და საზღვაო ძალებს საკვები, სასმელი წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები ნავებით მიაქვს.

„როიტერის“ ცნობით, ბანგლადეშში მუსონური წვიმების დროს წყალდობა ხშირი მოვლენაა. მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილება ექსტრემალურ ნალექებს უფრო ხშირს და ინტენსიურს ხდის, რაც კატასტროფების მასშტაბებსა ზრდის.