ევროკავშირის ელჩებმა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
"ევროკავშირის ელჩებმა დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. იმავეს იზამენ საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს (27 მაისს) და კიდევ უფრო საფუძვლიანად ივნისში. ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება", - წერს იოზვიაკი.
🇪🇺 ambassadors today discussed the situation in 🇬🇪. 🇪🇺 foreign ministers will do the same on Monday (27 May) and even more thoroughly in June. All options remain on the table.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 22, 2024