„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკად იოზვიაკი სოციალური ქსელ X-ზე წერს, რომ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციებს არ დააწესებენ.

„ევროკავშირი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს დღეს არ შემოიღებს. უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის თავისუფალი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა, რასაც დრო დასჭირდება“, - დაწერა იოზვიაკმა სოციალური ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ