ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს"
"მოუთმენლად ველი საგარეო საქმეთა პირველ საბჭოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ კაია კალასთან ერთად. ბევრი გვაქვს სასაუბრო.
უნდა ვაიძულოთ რუსეთი, შეცვალოს თავისი კურსი.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს", - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
Looking forward to the first #FAC 🇪🇺with High Representative @kajakallas. We have lots to discuss.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) December 15, 2024
We must force Russia to change its course. We have the funds. Delivering them to #Ukraine 🇺🇦is long overdue.
The actions of Georgian authorities must bring concrete consequences. https://t.co/Ll5FleQD4y
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მათ შორის საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.