"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ არაფერი სმენია.
"საქართველოსთან დაკავშირებით ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ, ევროკავშირის მხრიდან რაიმე სახის ზომებზე არაფერი მსმენია და ეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემასაც გულისხმობს." - წერს რიკარდ იოზვიაკი.