უნგრეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების ვადის შეზღუდვას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მმართველმა პარტია, "ტისამ" პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი თანამდებობის, მაქსიმუმ, რვა წლის განმავლობაში, ანუ ორი ვადით დაკავებას შეძლებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გამოიყენებს "ფიდესის" მიერ მიღებული კანონების შესაცვლელად და დემოკრატიული კონტროლის, ბალანსის სისტემის აღსადგენად.

საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა მაქსიმუმ 8 წლით განისაზღვრება.

ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მომავალში აღნიშნული თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს.