ტრამპის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადმინისტრაციულ შვებულებაში უშვებენ და გაიწვევენ საზღვარგარეთ მომუშავე ათასობით პერსონალი. ამის შესახებ Reuters წერს.

"პარასკევს, 2025 წლის 7 თებერვალს, 23:59 საათზე (EST) USAID-ის დაქირავებული პერსონალი გლობალურად განთავსდება ადმინისტრაციულ შვებულებაში", — წერია USAID-ის ვებსაიტზე განთავსებულ განცხადებაში.

ამას გარდა, ზოგიერთი პერსონალი, რომელიც მისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუნქციებზეა პასუხისმგებელი — ძირითად ხელმძღვანელობა და სპეციალურად დადგენილი პროგრამები, ამ წესს არ ექვემდებარებიან და განაგრძობენ მუშაობას.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ მყოფი USAID-ის თანამშრომლებისთვის ვაშინგტონი სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით ამზადებს გეგმას და პერსონალის შეერთებულ შტატებში დაბრუნების ხარჯებს 30 დღის განმავლობაში გადაიხდის.

ამას გარდა, USAID-ის ხელმძღვანელობა აპირებს განიხილოს ცალკეული გამონაკლისები, რომლებიც პირად სირთულეებს ან მობილურობასა და უსაფრთხოებას ეფუძნება.

"გმადლობთ გაწეული სამსახურისთვის", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კონგრესის კვლევის სამსახურის (CRS) თანახმად, USAID-ში დასაქმებულია 10 000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელთა დაახლოებით 2/3 საზღვარგარეთ მსახურობს. სააგენტოს ჰყავს 60-ზე მეტი ქვეყნის და რეგიონული მისია.