დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სტარმერის ვიზიტის მთავარ მიზანს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება და არაპროგნოზირებად შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს.
როგორც Reuters იუწყება, ეს იქნება ბრიტანეთის პრემიერის პირველი ვიზიტი რვა წლის განმავლობაში. სტარმერის ვიზიტი დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ, რამაც ლონდონსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბა.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტარმერი ათეულობით მეწარმესა და ორ მინისტრთან ერთად ჩინეთის ხელმძღვანელობას პეკინში შეხვდება, შემდეგ გადაინაცვლებს შანხაიში, საიდანაც იაპონიაში გაემგზავრება.








