უფლებადამცველების განცხადებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას 3 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რვადღიანი შეფერხების შემდეგ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა მცირედით გაიზარდა.
აშშ-ში დაფუძნებულმა ჯგუფმა HRANA-მ განაცხადა, რომ დაადასტურა 3 090 გარდაცვალების ფაქტი, მათ შორის 2 885 მომიტინგეა.
გამოცემის ცნობით, სასტიკი დარბევების შემდეგ ამ ეტაპზე საპროტესტო აქციები ჩახშობილია.








