საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული აგენტების კანონი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს,
"საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული აგენტების კანონი, თუ საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროკავშირს.
ეს დაეხმარება ქვეყანას, რომ თავი დააღწიოს კრემლის აგენტებს და არა მოგონილ აგენტებს. მე მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს კანონის წინააღმდეგ", - წერს რასა იუკნევიჩიენე.